თბილისში დღეს, მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს, რომელსაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
მომხდარ ფაქტს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დაკავებულმა პასუხი უნდა აგოს.
"აი იმ ვიღაც პათოლოგმა აუცილებლად პასუხი უნდა აგოს ამ სადისტმა ვინც კოსტას დაუშავა“, – წერს ლენუკა ყიფშიძე.
პირველად კოსტაზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.