სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, 93 წლის ქართველი ემიგრანტის ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძის შესახებ, რომელმაც 548 კილომეტრი გამოიარა იმისთვის, რომ ვალიადოლიდში საქართველოს ნაკრებისთვის ექომაგა.
"93 წლის ქართველმა ემიგრანტმა ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძემ 548 კილომეტრი გამოიარა იმისთვის, რომ დღეს ვალიადოლიდში საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს“, – წერს გვერდი MatchDay სოციალურ ქსელში.