სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როდესაც გორის მერი თამაზ გინტურის გასვენების დღეს რუსეთში საქეიფოდ წავიდა, უკვე აღარაფერი გვიკვირს.." - სააკაშვილის განცხადება

    "როდესაც გორის მერი თამაზ გინტურის გასვენების დღეს რუსეთში საქეიფოდ წავიდა, უკვე აღარაფერი გვიკვირს.." - სააკაშვილის განცხადება
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "სა­ქარ­თვე­ლო გახ­და რუ­სე­თის პრო­ვინ­ცია - მინ­და სწო­რედ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ 20 წლის­თა­ვის წინ გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი, "ის, რაც დღეს ხდე­ბა გო­რის მერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც თა­მაზ გინ­ტუ­რის, ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი გმი­რის გას­ვე­ნე­ბის დღეს რუ­სეთ­ში სა­ქე­ი­ფოდ წა­ვი­და, უკვე აღა­რა­ფე­რი გვიკ­ვირს. სა­ქარ­თვე­ლო გახ­და რუ­სე­თის პრო­ვინ­ცია და ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა.

    მე მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არ არის უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცია, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით - ჩვენ მი­ვი­ღეთ ევ­რო­კო­მი­სი­ის და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია სტა­ტუს­ზე და ეს შევ­ძე­ლით ჩვენ და არა მთავ­რო­ბამ. ახლა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის 20 წელი სრულ­დე­ბა. მინ­და სწო­რედ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის 20 წლის­თა­ვის წინ გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი. ქარ­თველ ხალ­ხს აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ სურს რუსი ოლი­გარ­ქის და რუ­სე­თის ჩექ­მის ქვეშ ცხოვ­რე­ბა, არ სურს იყო ვი­ღა­ცის სა­კუთ­რე­ბა...

    რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვირ­წმუ­ნოთ ჩვე­ნი ძალა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ ამათ გაშ­ვე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, რა თქმა უნდა, ისი­ნი არ­სად წას­ვლას არ აპი­რე­ბენ,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.