სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თოვისა და ლიპყინულის გამო, გზების ნაწილზე მოძრაობა აიკრძალა

    თოვისა და ლიპყინულის გამო, გზების ნაწილზე მოძრაობა აიკრძალა
    5 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.

    „თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ასევე, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ამბობენ განცხადებაში.