სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზელენსკის თქმით, უკრაინას პუტინის მოკვლის უფლება აქვს

    ზელენსკის თქმით, უკრაინას პუტინის მოკვლის უფლება აქვს
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე- გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა.

    „ეს ომია და უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და საკუთარი მიწა“, - თქვა ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში.

    ასევე, ბრიტანულ მედიასაშუალებასთან საუბარში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა , რომ რუსეთის ფედერაციასთან სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

    „ახლა, რუსეთის ფედერაციასთან ერთ მაგიდასთან დასხდომა, შეუძლებელია“, - აცხადებს ზელენსკი.

    ამასგარდა, ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა , რომ ომის დასრულებამდე არ არის მომხრე, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.

    წყარო: პრაიმტაიმი