სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება" - კობახიძე სააკაშვილზე

    "ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება" - კობახიძე სააკაშვილზე
    5 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ ძა­ლებ­ზე - რა­საც ეტყვი­ან იმას გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ ფაქ­ტია, [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის] გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღემ­დე დღის წეს­რიგ­ში არ დამ­დგა­რა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

    მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობ­დეს, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის­გან დღემ­დე თავს იკა­ვებს.

    რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის ალი­ანსს ადას­ტუ­რებს.


    "სი­ნამ­დვი­ლე­ში თვი­თონ გახ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობ­დეს, რომ­ლის გა­მოც ის დღემ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს. შე­იძ­ლე­ბა, იყოს ეს სხვა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, სხვა მი­ზე­ზი. ვერ გე­ტყვით, გა­მი­ჭირ­დე­ბა პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა. ერთი რამ ცხა­დია - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ ძა­ლებ­ზე, რა­საც ეტყვი­ან იმას გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღემ­დე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ დამ­დგა­რა დღის წეს­რიგ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

    ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი, მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი.

    მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქმე­დე­ბე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

    "არ ვიცი, ეს კაცი ორი წელი კვდე­ბო­და, მისი მობ­რუ­ნე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ნუ, ვხე­დავთ, რომ მობ­რუნ­და, აღარ კვდე­ბა. რე­ა­ლუ­რად, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი. ჯერ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­მუ­ლი­ან­ტობ­და, მარ­თლა პირ­და­პირ ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. ბო­ლომ­დე ხომ და­ა­ზი­ა­ნა მან სა­კუ­თა­რი რე­პუ­ტა­ცია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რი­საც კი შე­ე­ლა­ხა მას რე­პუ­ტა­ცია. რო­დე­საც სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რი გი­ყუ­რებს და ხე­დავს, რომ სი­მუ­ლან­ტობ, ასეთ დროს პო­ლი­ტი­კუ­რი იმი­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ასეთ დროს, მისი სურ­ვი­ლი, მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში, რა თქმა უნდა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

    მან ასე­ვე "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პარ­ტია არ გა­მო­რი­ცხავს, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვოს და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს.

    "ჩვენც გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. არ­სე­ბობს ასე­თი გეგ­მა - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია, გი­ორ­გი გა­ხა­რია, რაც მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარ­ტია იქ­ნე­ბა შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მით უკე­თე­სი ჩვენ­თვის. მით მეტ ხმებს და­კარ­გავს ოპო­ზი­ცია მთლი­ა­ნო­ბა­ში და მით მეტი მან­და­ტი წა­მო­ვა ჩვენ­კენ,“ - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

    წყარო: ამბები.ge