სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თითქმის თანაბარია - რა ანაზღაურებას იღებენ მამარდაშვილი და კვარაცხელია

    თითქმის თანაბარია - რა ანაზღაურებას იღებენ მამარდაშვილი და კვარაცხელია
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამჟამად ევროპის TOP 5 ლიგაში ორი ქართველი ასპარეზობს - გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი უკვე 1 წელია, ესპანეთშია, ხოლო კვარაცხელიას ტრანსფერი სულ რამდენიმე კვირის წინ დადასტურდა.

    ორივე მათგანმა ევროპულ გუნდებთან ხანგრძლივი კონტრაქტები გააფორმეს - თითოეული მათგანი 5 წლით დარჩება "ვალენსიასა" და "ნაპოლიში".

    აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ხელფასი თითქმის თანაბარია - ხვიჩა იტალიაში წლიურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო მამარდაშვილის ანაზღაურება 1.3 - 1.7 მილიონ ევრომდე იქნება.