სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს - გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელიც ასევე ქართველია

    პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს - გავრცელებული ინფორმაციით,  მკვლელიც ასევე ქართველია
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს. დანაშაული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვიერ-უჟოვში, ნაქირავებ ბინაში მოხდა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი ღამით მოკლეს, როცა ის ბინაში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ქართველკა სავარაუდო დამნაშავეც და მან მიმალვა შეძლო.

    პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

    ცხედარი ბინაში მცხოვრებმა ასევე საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ. არსებობს სავარაუდო დამნაშავის აღწერილობა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. მკვლელობის მოტივი უცნობია.