სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მძღოლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ- სად შეიძლება და სად აიკრძალა მოძრაობა

    მძღოლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ- სად შეიძლება და სად აიკრძალა მოძრაობა
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქის და ლიპყინულის) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ113 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.