სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულმა დუმილი სასამართლოში დაარღვია

    კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულმა დუმილი სასამართლოში დაარღვია
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულმა, დუმილი ადვოკატის აცილების მოთხოვნით, სასამართლოზე დაარღვია. პროცესზე, რომელზეც 24 წლის გიორგი გველესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, დაკავებულმა ინტერესების დამცველს უნდობლობა საჯაროდ გამოუცხადა.

    „ეს ადვოკატი მეგონა და მტერი ყოფილა... არა ძმაო, შენ ვინ უნდა დაიცვა, რა უნდა დამიცვა. აცილება მინდა. არ მინდა ამ ადამიანის დაცვა, აცილება მინდა. არ ვასახელებ მიზეზს“, - მიმართა ბრალდებულმა გიორგი გველესიანმა სხდომის დაწყებისას მოსამართლეს.

    ნახეთ სიუჟეტი: