რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ქართველი ემიგრანტი ბებოს ფოტო, რომელმაც საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად 548 კილომეტრი გაიარა. ამ ამბავს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.. როგორც „დილა მშვიდობისა საქართველომ"გაარკვია, ფოტოზე გამოსახული ქალბატონი 93 წლის ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძეა.
ქართველ ფეხბურთელებს შორის ბებოს ყველაზე მეტად გიორგი მამარდაშვილი უყვარს - მატჩზეც სწორედ მამარდაშვილის ნაჩუქარი მაისურით იმყოფებოდა..
„ფეხბურთს პატარაობიდანვე ვთამაშობ. 17 დედმამიშვილი ვიყავით.. მართალია პატარა ვიყავი, მაგრამ ამ 17 დედმამიშვილში კატასავით ვიჭერდი ხოლმე ბურთს",- ამბობს ანერი ბებო.
წყარო: პრაიმტაიმი