სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია მარშრუტების ჩამონათვალი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

    ცნობილია მარშრუტების ჩამონათვალი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე იმოძრავებს. ინფორმაციას თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი.

    18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:

    N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;

    N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;

    N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;

    N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
    თბილისის მერმა კახა კალაძემ 7 ნოემბერს მიუნხენში ვიზიტის დროს თქვა, რომ 50 ახალი ავტობუსი დედაქალაქში დეკემბრის ბოლომდე ჩამოვა, იანვრიდან კი ხაზებზე იმოძრავებს.