სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ორი წელი თეატრალურში ვსწავლობდი, ფინანსური პრობლემების გამო, ვეღარ გავაგრძელე“ - როგორ შეიცვალა თედო ბექაურის ცხოვრება

    "ორი წელი თეატრალურში ვსწავლობდი, ფინანსური პრობლემების გამო, ვეღარ გავაგრძელე“ - როგორ შეიცვალა თედო ბექაურის ცხოვრება
    5 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფილ "გაღმა ნაპირის" გმირი თედო ბექაური წლების შემდეგ ეკრანზე ისევ გამოჩნდა, ამჯერად ის პროექტ " ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობას.

    ცნობილია, რომ თედო ბექაურს მეუღლე და ვაჟი ჰყავს.

    "ორბეთში გავიზარდე, აქვე ვცხოვრობ... თბილისში, კლინიკაში რომ ჩავედით მე და დედა, იქ შეგვხვდა რეჟისორი და ფილმში თამაში შემომთავაზა. რა დაინახა ჩემში? გამომეტყველება და თვალის პრობლემა, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა.

    14-15 წლის შემდეგ ხალხში ცნობადობამ და სიყვარულმა დაიწია. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში ვსწავლობდი 2 წელი, გარკვეული მიზეზების გამო, სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ფინანსური პრობლემები შემექმნა, სწავლის, ქირის თანხის გადახდა... ძირითადად, სოფელში ვიყავი ხოლმე,“
    - ამბობს ბექაური "იმედის“ ეთერში.