სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მარნეულში, ერთი კვირის წინ მოკლული მამაკაცის ოჯახი შეკვეთილ მკვლელობაზე ალაპარაკდა

    მარნეულში, ერთი კვირის წინ მოკლული მამაკაცის ოჯახი შეკვეთილ მკვლელობაზე ალაპარაკდა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთი კვირის წინ, მარნეულში მოკლული მამაკაცის ოჯახი შეკვეთილ მკვლელობაზე ალაპარაკდა.

    როდილ ეფენდიემის შვილი დარწმუნებულია, რომ მამა ფულისა და უძრავი ქონების გამო გაიმეტეს. ამის თქმის საფუძველს, ქალს, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული საეჭვო ზარები აძლევს. ლიმა ეფენდიემი იხსენებს, რომ მოკლულს მისთვის უცნობი მამაკაცი, სახელად რომა ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ 100 000 დოლარი ქეშად თურქეთში უნდა ჩაეტანა, საკუთარი სახლის გასაღები კი კონკრეტული პირებისთვის უნდა გადაეცა.

    პირი, რომელიც თანხას ითხოვდა, ოჯახის წევრების თქმით, კრიმინალური "ავტორიტეტია", რადგან სწორედ ამ სტატუსით გაეცნო მოკლულს, როდესაც დაურეკა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ 60 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული ბიძაშვილი დამნაშავეა, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ მან დანაშაული ზეწოლის და მუქარის შედეგად ჩაიდინა. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელმა სხვისი დავალება შეასრულა.

    პირველი ვერსიით, ბიძაშვილებს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიება მოწმეების გამოკითხვას განაგრძობს, მათ შორის ჩვენებებს აძლევენ მოკლულის ახლობლები.