"მიშისტებო, რამე არ მომწეროთ გადაბრუნებული, დაიწყევლებით ეგრევე... დიდი ხანია ვითმენ, ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ...ქალას მოსმენით და ლანძღვით მამაჩემზე. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს, სანამ მამაჩემზე გადაბრუნებულ რამეს იტყოდე.
საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეს, რაც სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე, ასე ჯობია შენთვის. შენ საერთოდ იცნობ, რა ადამიანია მამაჩემი? - ყველა ვინც გადაბრუნებულ რამეს იტყვით მამაჩემზე, პირში წყალი გამოივლეთ.
ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ, შენ მამაჩემზე ასე საუბრის უფლებას როგორ აძლევ თავს? ნუ შეე...თ საერთოდ ამ კაცს.
აი, სახალხოდ გაფრთხილებ, არასოდეს გაბედო მამაჩემზე გადაბრუნებული რამე თქვა. გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია.”
ამ სიტყვებს ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართულებით ამბობს.
მისი მთავარი მოტივი მამის, ზურა ყიფშიძის დაცვაა, რომელმაც ორი წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა:
“მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე… ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს”… მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი.“ - ამბობს ზურა ყიფშიძე.”
ზურა ყიფშიძის განაცხადზე ნანუკას პასუხი ასეთი იყო:
"სამწუხაროდ, უმძიმესი განცხადება გააკეთა ზურა ყიფშიძემ… ეს ვინმე პოტენციური ან არშემდგარი ტერორისტის მოსაზრება არ გეგონოთ. ჩვენი ქვეყნის გამორჩეული და ძალიან ნიჭიერი მსახიობის, ზურა ყიფშიძის სიტყვებია, ბატონო ზურაბ, სამშობლო საჭმელზე და სამოთახიან ბინაზე ბევრად მეტი ღირს, სამშობლო შეუფასებელია. ადამიანის და პრეზიდენტის დაბრედვა კინოს გადასაღები მოედანი არ არის…“ - თქვა ჟორჟოლიანმა.