სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    5 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი მაქსიმალურად ნაყოფიერად გაატაროთ, მნიშვნელოვანი საქმეები არ გადადოთ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, შეგიძლიათ, ინტუიციას დაეყრდნოთ.

    დღის მეორე ნახევარი, შესაძლოა, რთული იყოს. ზოგიერთები შეეცდებიან, ჩაერიონ თქვენს საქმეებში. შეინარჩუნეთ წონასწორობა.

    კურო

    არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, შეიძლება რაღაც არ წავიდეს გეგმის მიხედვით, მაგრამ არ ჩავარდეთ სასწორკვეთაში, სწორად შეაფასეთ მოვლენები და აუცილებლად იპოვით გამოსავალს.

    საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.

    ტყუპები

    დილით ეცადეთ, არავის ეკამათოთ. შეიძლება, საკმაოდ რთული იყოს პრეტენზიებისა და წყენის თავიდან აცილება. მაღალია ჩხუბის ალბათობა. უმჯობესია, გადადოთ სერიოზული საკითხების განხილვა. დღის მეორე ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება. ეს დრო კარგია მეგობრებთან შესახვედრად.

    კირჩხიბი

    ნუ დააყოვნებთ იმ საქმეების მოგვარებას, რაც მნიშვნელოვანი და გადაუდებელია. დღე კარგია საყიდლებისთვის.

    ოჯახთან ერთად, მოაწყვეთ განტვირთვის დღე.

    ლომი

    ახლა ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. შუადღე კარგი დროა კომუნიკაციისთვის, შეხვედრებისთვის არაფორმალურ გარემოში.

    ქალწული

    არ იჩქაროთ. დღის დასაწყისში, ფრთხილად უნდა იყოთ, რთული პერიოდია, განსაკუთრებით, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. დღის მეორე ნახევარი პოზიტიური იქნება.

    სასწორი

    დღის დასაწყისში, მაღალია პროვოკაციების ალბათობა. სიმშვიდის შენარჩუნება რთული იქნება, შეინარჩუნეთ წონასწორობა და მოვლენებს ემოციების გარეშე შეხედეთ. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

    მორიელი

    ეს დღე გაძლევთ შანსს, მიაღწიოთ დიდ წარმატებას. არსებობს შანსი, იპოვოთ ძლიერი მოკავშირეები, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს შეხედულებებს. არ არის გამორიცხული, რომანტიკული ისტორიის დაწყება.

    მშვილდოსანი

    არ ინერვიულოთ, არ არის ცუდი დღე, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა იქნება, წარმოქმნილი სირთულეებს სწრაფად გაუმკლავდებით, მთავარია, სწორად შეაფასოთ ვითარება.

    თხის რქა

    იმოქმედეთ. ეს დღე უამრავ ახალ შესაძლებლობებს ხსნის და შეეცადეთ, ეს შანსი გამოიყენოთ. არის შეცდომების დაშვების ალბათობაც. საღამო, სჯობს, მეგობრების წრეში გაატაროთ.

    მერწყული

    დღეს, თქვენი ინტუიცია უტყუარია, გააკეთეთ ის, რასაც ინტუიცია გიკარნახებთ. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული, დიდი ხნის სურვილი აგისრულდეთ.

    თევზები

    კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასახვისთვის. მოუსმინეთ მეგობრებს, მათი რჩევა მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილების მისაღებად. დღის მეორე ნახევარში სასურველია, დაისვენოთ.