სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • აბიგაილს 4 წელი "ჰამასის“ ტყვეობაში შეუსრულდა... - გათავისუფლებული ბავშვის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს

    აბიგაილს 4 წელი "ჰამასის“ ტყვეობაში შეუსრულდა... - გათავისუფლებული ბავშვის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    CNN - ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის 4 წლის აბიგაილ ედანიცაა, რომლის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს.

    აბიგაილ ედანი ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეა. მისი მშობლები „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ აბიგაილს 4 წელი „ჰამასის“ ტყვეობაში ყოფნის დროს შეუსრულდა.

    ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება 24 ნოემბერს დილით ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.

    სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.