სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საბავშვო ევროვიზიაზე მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ - დაგვჩაგრა ევროპამ..." - გვარამიას კომენტარი ევროვიზიის შედეგებზე

    "საბავშვო ევროვიზიაზე მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ - დაგვჩაგრა ევროპამ..." - გვარამიას კომენტარი ევროვიზიის შედეგებზე
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო 16 მო­ნა­წი­ლე­დან მე-14 ად­გი­ლას გა­ვი­და.

    ამ ამბავს ნიკა გვარამია ასე გამოეხმაურა:

    "სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ ქარ­თველ ბავ­შვებს აქვთ მო­გე­ბუ­ლი. მე­ო­თხე გა­მარ­ჯვე­ბა ქარ­თველ გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს ქარ­თულ­მა ჟი­უ­რიმ­ვე წა­არ­თვა - რუს მო­ნა­წი­ლეს და­უ­წე­რა (სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი) უმაღ­ლე­სი ქულა და ამით გა­და­ას­წრო რუს­მა და იმ წელს გა­ი­მარ­ჯვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო იმ წელს კონ­კურ­სი, სხვა­თა შო­რის.ხუ­თე­ულ­ში ყოფ­ნის რა­ო­დე­ნო­ბებ­საც თუ და­ვა­მა­ტებთ, სა­ქარ­თვე­ლო ამ კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე გა­მო­დის. და რო­გო­რაა ახლა? მა­ღალ ად­გი­ლებს როცა ვი­კა­ვებთ, მა­შინ კარ­გია ევ­რო­ვი­ზია და გვე­კუთ­ვნის და ბო­ლო­დან მე­სა­მე­ზე როცა ვართ - დაგ­ვჩაგ­რა ევ­რო­პამ, სა­წყა­ლი ქარ­თვე­ლის­თვინ არა­ვინ არა­ლი? ინ­ფან­ტი­ლიზ­მი და ყვე­ლაფ­რის სხვის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა რომ სპორ­ტი იყოს, მანდ მარ­თლა სუ ჩვენ მო­ვი­გებ­დით."