სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება“ - გაფთხილება!

    „მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება“ - გაფთხილება!
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6-ბალიანი შტორმი.

    აღნიშნული განცხადების მიხედვით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროებისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.