სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “დამერწმუნეთ, ყველაზე ხარისხიანი მარხვა გამოგივათ…“ - დეკანოზ პეტრე კოლხი რჩევა

    “დამერწმუნეთ, ყველაზე ხარისხიანი მარხვა გამოგივათ…“ - დეკანოზ პეტრე კოლხი რჩევა
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საშობაო მარხვა 28 ნოემბერს დაიწყება და 7 იანვრამდე გრძელდება. მარხვის დროს ქრისტინები არ მიირთმევენ ხორცეულს, რძის პროდუქტებსა და კვერცხს. მოძღვრის კურთხევით, შესაძლოა, მარხულმა რძის პროდუქტი მიიღოს, თუკი მას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ეს პროდუქტები ესაჭიროება. ამ პერიოდში მორწმუნენი გულმხურვალედ ლოცულობენ, ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან.

    დეკანოზი პეტრე კოლხი მარხვასთან დაკავშირებულ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    "საშობაო მარხვა იწყება, ისევ აქტუალური გახდება სოიოს ყველი, რძე, ძეხვი და სოსისი…
    წლები გვემატება, გამოცდილება და გონება არა…
    ზოგიც მძიმედ დაიცავს და წყალზე და პურზე შედგება.
    ოღონდ მშიერი კუჭის თუ ცარიელი თავის წყალობით, აგრესიას, მრისხანებას, ტალახის სროლას მოუმატებს.
    სჯობს საერთოდ არ დაიცვა მარხვა და კეთილი, მოწყალე, მოსიყვარულე და მიმტევებელი იყო…
    მრისხანე სახით სიარული, პირქუში გამოხედვა, მარხვას არაფერს მატებს…
    ერთმანეთს ნუ დაამძიმებთ, რამდენიც შეუძლია გულს და გონებას დაიტიოს, იმდენი ილოცეთ, მაგრამ ერთმანეთი დაინდეთ…
    დამერწმუნეთ, ყველაზე ხარისხიანი მარხვა გამოგივათ…
    სიმშვიდეს გისურვებთ!.." - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.