სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება - როდის აღდგება ის

    სად შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება - როდის აღდგება ის
    5 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეიზღუდება.

    უბნების ჩამონათვალი:

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალქსეევკის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საექიმოს, ქინძმარაულის, ქიზიყის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.