სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზღვაზე შტორმი და 6 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი - მნიშვნელოვანი გაფრთხილება!

    ზღვაზე შტორმი და 6 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი - მნიშვნელოვანი გაფრთხილება!
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში, ზღვაზე კვლავ შტორმი და 6 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

    ბათუმში გუშინ 7 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ზღვის ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა. წაღებულია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი. დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები. შტორმი იყო ქობულეთშიც, სტიქიამ ახალ ბულვარში არსებული კაფე-ბარები და სახლის ფასადები დააზიანა. თამარ მეფის ქუჩაზე კი ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა.