სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს

    თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის ძველ უბნებს ბევრი საინტერესო ამბავი აქვს შემონახული. სახლების, ქუჩების რეაბილიტაციის დროს ბევრი საიდუმლო აღმოჩენილა და გამჟღავნებულა.

    რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ისტორიის შესახებ, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა, ნინო სტურუამ დაწერა.

    როგორც ნინო წერდა, თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კგ ოქრო იპოვეს.

    პოსტს, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ:

    „22 კგ ოქრო რომ გაქვს სარდაფში და რომ გეზარება. თბილისში ერთ-ერთ ქუჩაში, ძველი კერძო ტიპის სახლი დაინგრა, ახალი უნდა აშენებულიყო. ადგილზე ორი მუშა მუშაობდა. ქვედა სართულს რომ მიადგნენ, პატრონს დაურეკეს, ჩაკეტილია და რა ვქნათო. პატრონს, მამრს დაეზარა ერთი ადგილის აწევა და რაც გინდათ ის ქენითო. ხოდა ეს მუშები მიადგნენ და იპოვეს 22 კილო ოქრო. 22 კილო ოქრო ხალხო. წაუღიათ ეს ოქრო, ჩაუბარებიათ. შეხვდა თითოს 250 ათასი. (აბა გაყიდვის შანსი არ იყო, კი ხვდებით) და კი დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, ნუ ჯერ.

    ხო, პატრონს ისევ ეზარება ალბათ. მაგის დათვლაც დაეზარებოდა. (ამბავი ნამდვილია. ჩაზუსტებული) სახლიც კი ვიცი რომელია“,- წერდა ნინო სტურუა.

    წყარო: პრაიმტაიმი