სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს "ნაცმოძრაობაში" - ირაკლი კობახიძე

    “ როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს "ნაცმოძრაობაში" - ირაკლი კობახიძე
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ,ირაკლი კობახიძემ განცადებაში აღნიშნა , რომ “ ნაცმოძრაობაში” მძიმე მდგომარეობაა. და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.

    "მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს "ნაცმოძრაობაში". გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება "ნაცმოძრაობის" შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.