სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მიიღეთ თითოეული რთული სიტუაცია გაკვეთილად და არა შეცდომად. ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების წამოწყებას.

    კურო

    ახლა სტაბილურ ნაბიჯებს ვერ გადადგამთ. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დროს შეიძლება, სიახლეებმა იჩინოს თავი. მეტი დრო დაუთმეთ პირად თემას, ნუ იჩქარებთ, იმოქმედეთ გონივრულად.

    ტყუპები

    ქაოტური დღეა, ნუ აჰყვებით შფოთს, არ არის სასურველი იმპროვიზაცია. ახალი საქმეებისთვის უკეთეს პერიოდს დაელოდეთ. ახლა კი სჯობს, ორიენტირებული ძველის დასრულებაზე იყოთ.

    კირჩხიბი

    ეცადეთ, მეტად დაისვენოთ, კარგი იქნება, თუ ნაკლებს იმუშავებთ. მიმართეთ განტვირთვისთვის შოპინგს ან, უბრალოდ, გაისეირნეთ. საღამო კი სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

    ლომი

    საქმიანი კუთხით წარმატებული დღეა. სასიკეთოდ წარიმართება მოლაპარაკებები და შეხვედრები. ახლა მთავარია, არ იჩქაროთ და სწორად მოახდინოთ საქმეების გადანაწილება.

    ქალწული

    ცვლილებების დროა. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ნუ ინერვიულებთ ყველა წვრილმანზე. საბოლოოდ, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

    სასწორი

    დღეს, შესაძლოა, გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და სიახლეებისთვის დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.

    მორიელი

    ახლა ის დროა, როდესაც თქვენი ნებისყოფა, შეუპოვრობა და დამოუკიდებლობა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ. მიუხედავად სირთულეებისა, ნუ დაღონდებით, მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

    მშვილდოსანი

    გამოიჩინეთ კეთილგონიერება, ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი და პირდაპირი. შესაძლოა, წარსულმა სიტუაციებმა , ან ადამიანებმა შეგახსენონ თავი. ნურაფერს დააჩქარებთ, მიენდეთ დროსა და სამყაროს.

    თხის რქა


    ცვლილებებია მოსალოდნელი საქმიან სფეროში, ძირითადი სირთულეები დღეს ფინანსურ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას.

    მერწყული

    თქვენთვის სასიკეთო დღეა, წარმატებით დააგვირგვინებთ თითქმის ნებისმიერ საქმეს. მიენდეთ შინაგან ხმას და შეინარჩუნეთ ზომიერება.

    თევზები

    იყავით გაბედული და მტკიცე, გქონდეთ რწმენა, რომ თავად ყველაფერს გაუმკლავდებით. ნუ შეუშინდებით წინაღობებს. იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე.