სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას…” - პრემიერი

    ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას…” - პრემიერი
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას, ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებული იქნეს საქართველოს უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



    „ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას, ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლეს ინიციატივებს ვნერგავთ წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებული იქნეს საქართველოს უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალი. ასევე ვმუშაობთ ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც. დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას და მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი კონფერენცია წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას შეუწყობს ხელს აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ