სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორია 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    როგორია 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    14 ივნისი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის ასეთია:

    ვერძი:

    შეეცადეთ, მოჭარბებულ ენერგიას საჭირო მიმართულება მისცეთ. კარგი იქნება, თქვენი ძალები მყუდრო გარემოს შესაქმნელად მიმართოთ.

    კურო:

    აქტიურად გამოიყენეთ მეგობრებისგან შემოთავაზებული დახმარება და საკვანძო საკითხების მოგვარებას შეუდექით, სწორად გადაანაწილეთ ძალები და იმაზე მეტის გაკეთებას ნუ მოინდომებთ, ვიდრე ამის რესურსი გაქვთ.

    ტყუპები:

    სასურველია, დროებით გვერდზე გადადოთ პირადი ურთიერთობები, ახლა მეტად მნიშვნელოვანია , იფიქროთ თქვენს კარიერულ ზრდაზე.

    კირჩხიბი:

    მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, მათთან ურთიერთობა საკმაოდ მძიმედ აისახება თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე.

    ლომი:

    ისევ და ისევ ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს და შეეცადეთ, სწორად გაიგოთ და მიჰყვეთ მათ. მთავარია, გახსოვდეთ რომ კეთილგანწყობილი და ოპტიმისტი ადამიანი უფრო მეტს აღწევს.

    ქალწული:

    დიდია ალბათობა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.

    სასწორი:

    შეანელეთ საქმიანი ტემპი, რადგან თქვენი ენერგოპოტენციალი, აშკარად, დაქვეითებულია და აღდგენას საჭიროებს.

    მორიელი:

    შესაძლოა, აღმოაჩინოთ რომ თქვენი იდეები სხვებისთვის მიმზიდველი ხდება, მეტი იზრუნეთ თქვენი საქმიანობის წარმოსაჩენად, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და კეთილგანწყობა პარტნიორთა მიმართ.

    მშვილდოსანი:

    მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს და გეგმებზე მუშაობისას გაითვალისწინეთ ახლობელთა რჩევა, იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ თქვენი ქმედებები.

    თხის რქა:

    შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს ადამიანი, ვისზეც დიდ იმედებს ამყარებდით. გადააბიჯეთ უსიამოვნებებს, წყენას, იმედგაცრუებას. გახსოვდეთ, ყველაფერი რაც მიდის, უკეთესით იცვლება.

    მერწყული:

    წარმატებული პერიოდი გაქვთ, საგრძნობი იქნება სასიკეთო ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    თევზები:

    მიზნების მისაღწევად, გონიერებასთან ერთად, გამოიყენეთ თქვენი ქარიზმატულობა და მომხიბვლელობა, ასე მარტივად შეძლებთ, მიზანს მიაღწიოთ.