ნეკა დოროყაშვილი: ჩვენ სახლს ჯერ საახალწლო გაფორმებით ვრთავთ, შემდეგ ნაძვით ვაგვირგვინებთ. მთელი ოჯახი ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს. როცა გადავწყვეტთ, რომ საახალწლო განწყობაა ოჯახში, ნაძვის ხესაც მაშინ ვდგამთ. არ ვჩქარობთ.
ლუკასაც უყვარს და მეხმარება მორთვაში. წერილს საქართველოს ფოსტით ყოველ წელს ვგზავნით სანტასთან. უყურებს, როგორ ვაგდებთ წერილს საფოსტო ყუთში. ამაზე ასე არ ვსაუბრობთ. რეალურად მეც მჯერა იმ დროს სანტას არსებობის.
ჯერ არ გაგვიგზავნია წერილი, ადრეა (იცინის). არ იცის, რა უნდა. ფიქრობს. საკუთარი ხელით წერს სანტას.
სანტასთან უფრო ლოიალურია, ვიდრე ჩემთან. ფიქრობს, რომ სანტა იმდენად კეთილია მისთვის, რომ მან ზუსტად იცის, რაც ლუკასს სურს. დიდი სია არ აქვს, კონკრეტულ საჩუქარს ჩაწერს ხოლმე. ყოველ წელს განსხვავებულს.
საჩუქრები ოჯახის ყველა წევრს ხვდება საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ. ჩუმად ვართ ერთმანეთის სანტები... შარშან ლუკასმა დამხატა მეც და თავისი თავიც, შეფუთა და დამახვედრა. ძალიან გამახარა.
ვცდილობთ ასტროლოგიური თემის გათვალისწინებით დავხვდეთ ახალ წელს. ორივე ცხოველის ფიგურას ვდებთ ნაძვთან; ვაცილებთ ძველს, ვხვდებით ახალს.
ლუკასი კარგი მოსწავლეა. მაბედნიერებს. ძალიან მუსიკალური ბავშვია. უკრავს ვიოლინოზე, გიტარაზე და კლავიშზე, თუმცა პროფესიონალურად არ უსწავლია, არსად უვლია. თავისით უკრავს. ვფიქრობ, მივიყვანო რომელიმე მუსიკალურ სკოლაში.
მამაჩემს შარშანწინ მოსთხოვა ვიოლინო მაჩუქეო. ასე თავისით დაიწყო დაკვრა. არ მიყვარს დაძალება. ინტერესი გამოხატა და სურვილს თუ გამოიჩენს, შევიყვან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვნახოთ... უყვარს პიტბოქსი, იწერს ტელეფონში და ასრულებს. ისე, სხვა ბევრი ჰობი აქვს.
2023 კარგი წელი იყო. 2024 წელი, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო იქნება. მე განწყობის თეორიის მჯერა და რაც არ უნდა ხდებოდეს, ახალი წლის ღამეს, ყველანი შევიკრიბებით და განსაკუთრებული განწყობით შევხვდებით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
აი რას ყვბა ნკა დოროყაშვილი წინასაახალწლო სამზადისსა და შვილზე