სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “თეთრმა ჯიპმა გააძრო ტაქსის ნიშანი, გადავიდა ბას ლეინში და წავიდა” – რას წერს ნინია კაკაბაძე

    “თეთრმა ჯიპმა გააძრო ტაქსის ნიშანი,  გადავიდა ბას ლეინში და წავიდა” – რას წერს ნინია კაკაბაძე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

    „დღეს 2 თაღლითური სქემა გავხსენი! 😅
    1. ვხედავ გასისინებული რაღაც მანქანა ბლატნოი ნომრით აყენებს მანქანას შშმპ-ისთვის განკუთვნილ ადგილზე. არ დამეზარა, ფანჯარა ჩამოვწიე და მეთქი ეს ბალტნოების ადგილი არ არის და უცებ გამიძრო შშმ პირების მანქანების “ქსივა” ანუ საშვი.
    აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშვები ბლატებით რიგდება ან იყიდება. ეს კაცი ღმერთმა სულ კარგად ამყოფოს და შეზღუდული შესაძლებლობების არაფერი ეტყობოდა.
    მანქანის ფოტოც მაქვს და მისი ვინაობაც გავარკვიე, ამიტომ ბოლომდე გამოვიძიებ და მოგახსენებთ:) ამ კაცში არ არის საქმე, პრობლემა ისაა რომ ქოცობამ კორუფქციის მოდერნიზებული ვერსია შემოგვთავაზა – “სტაიანკის ქსივა”.
    2. მეორე იყო თეთრი გასისინებული ჯიპი, რომელმაც მოძრაობის შეფერხებისას, უცებ გააძრო ტაქსის ნიშანი, შემოიდო მანქანის თავზე, გადავიდა ლამაზად ბას ლეინში და წავიდააა! ეს მგონი, უბრალოდ ძალიან მოხერხებული და გამჭრიახი მძღოლი იყო 😅😅😅“, – წერს ნინია კაკაბაძე
    წყარო: mix.metronome.ge


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ