სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ყველასთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა

    ყველასთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მარტვილის “სალხინოს” უხუცესი ფეხბურთელი ციმა ნაჭყებია გარდაიცვალა.

    “მარტვილის საფეხბურთო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარტვილის ,,სალხინოს” უხუცესი ფეხბურთელის ციმა ნაჭყებიას გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
    ბატონი ციმა ნაჭყებია იყო იმ პირველი თაობის ფეხბურთელების წარმომადგენელი, რომლებმაც 1955 წელს საფუძველი ჩაუყარეს მარტვილში პირველი საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებას.
    ის იყო 93 წლის უხუცესი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც მისთვის ჩვეული ენერგიით გვამხნევებდა და ყოველთვის მხარში გვედგა საფეხბურთო საქმიანობაში”