სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო...“- რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის

    "გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო...“- რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?

    "გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?
    9 წლის იყო თედო ბე­ქა­უ­რი, რო­დე­საც გაღ­მა ნა­პირ­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლით, მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და.... დღეს თე­დოს ცხოვ­რე­ბა არაფ­რით ჰყავს მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ, „გაღ­მა ნა­პირ­ზე" მცხოვ­რე­ბი ბი­ჭი­სას. ის უკვე თა­ვად მა­მაა და ახლა მისი მთა­ვა­რი ფიქ­რი და საზ­რუ­ნა­ვი 2 წლის დე­მეტ­რეს მო­მა­ვა­ლია (რო­მე­ლიც მა­მის ორე­უ­ლია).

    ვინ იცის, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ბე­თე­ლი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა, რომ არა ერთი შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა ფილ­მის რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან. რო­გორც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს თედო ბე­ქა­უ­რი, ამ შეხ­ვედ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა.

    თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, რე­ჟი­სორ­სა და მსა­ხი­ობს შო­რის გარ­კვე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტიც იყო. თე­დომ ამის შე­სა­ხებ "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში" ისა­უბ­რა. შე­კი­თხვა­ზე იყო თუ არა ნა­წყე­ნი რე­ჟი­სორ­ზე, ბე­ქა­ურ­მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა:


    "გი­ორ­გის და მის მე­გო­ბარს ჰქონ­დათ რეს­ტო­რა­ნი. ხში­რად მი­წევ­და მის­ვლა, ერთხელ გი­ორ­გის და­ვუ­რე­კე, თუ გაქვს ვა­კან­სია-თქო, ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე ვი­მუ­შა­ვე­ბო. მი­თხრა, მო­დიო და ჩემ­თან და­ი­წყე მუ­შა­ო­ბაო, პრო­მოს პო­ზი­ცი­ა­ზეო. მი­ვე­დი და რომ ამიხ­სნა, სი­ტუ­ა­ცია იყო ასე­თი - ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი უნდა მცოდ­ნო­და. არ ვი­ცო­დი არ­ცერ­თი ენა კარ­გად და ვუ­თხა­რი, ვერ და­ვი­წყებ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას, არ მინ­და-მეთ­ქი. სხვა რა­მეს მოვ­ძებ­ნი-თქო. ნუ, მუ­შა­ო­ბა რომ ვერ და­ვი­წყე, ის პე­რი­ო­დი ხში­რად მივ­დი­ო­დი გი­ორ­გის რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ერთ დღეს გი­ორ­გის მივ­წე­რე, რომ თუ ხარ ობი­ექ­ტზე, ნახ­ვა მინ­და შენი-თქო. მი­თხრა, აქ ვარო ახ­ლაო და ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიო, ვერ აგიხ­სნიო, ქურ­დო­ბა მოხ­დაო. და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ქურ­დო­ბა მოხ­და, მა­ნამ­დე იქ მეც ვი­ყა­ვი.

    მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი და ერთ-ერ­თმა გა­მო­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა და შენ გა­დე­ბენ ხელ­სო. გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­ი­კარ­გა. თუ არ ვცდე­ბი 200 ლარი იყო. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში თან მი­ჭირ­და, მაგ­რად მი­ჭირ­და, ბან­კის ვალი მქონ­და, ერთ ადა­მი­ანს გა­მო­უ­ტა­ნე და ვერ იხ­დი­და. რომ და­ვუ­რე­კე შემ­დეგ გი­ორ­გის, ნახ­ვა მინ­და-თქო და უარი თქვა. მას შემ­დეგ ხში­რად მივ­წე­რე, რომ ნახ­ვა და ახ­სნა მინ­დო­და, რომ არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არაფ­რით მო­ი­ცა­ლა. ერთხელ და­მი­რე­კა, "ამი­რან­ში" ვარო და გა­მო­დიო ნახ­ვა მინ­დაო. არც მა­შინ და­მე­ლა­პა­რა­კა იმ თე­მა­ზე, მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის ჯილ­დო­ზე მი­თხრა. წა­ვი­და და მის შემ­დეგ არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. არ დამ­ლა­პა­რა­კე­ბია ამ თე­მა­ზე. მე არ მო­მი­პა­რავს ეს ფული. რო­გორც გა­ვი­გე, მერე გა­ირ­კვა ყვე­ლა­ფე­რი, ისიც, თუ ვინ მო­ი­პა­რა თან­ხა", - ჰყვე­ბა თედო ბე­ქა­უ­რი.

    წყარო: ამბები.ge


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ