სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს

    გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მთავრობის მეთაურის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში.



    „თქვენო უდიდებულესობავ, თქვენო სამეფო უმაღლესობავ, გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პრეზიდენტებო და პრემიერ-მინისტრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მოგმართოთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით. მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო მის უმაღლესობას, შეიხ მოჰამედ ბიზ ზაიდ ალ ნაჰიანს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გულუხვი სტუმართმოყვარეობისა და დუბაიში ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროები მართლაც არის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მოდერნიზაციის, კრეატიულობისა და პროგრესის სამაგალითო ქვეყანა გლობალური მასშტაბით. და ახლა, ის კლიმატის მდგრადობის ძალისხმევასაც თაოსნობს.

    ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად.

    ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს.

    საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.