სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თოვლი და წვიმა...“ - ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

    "თოვლი და წვიმა...“ - ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე, "პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 5 დეკემბრიდან, საქართველოში ამინდი გაუარესდება.

    "ხვალ, 5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება. მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა იკლებს და 11 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოში ხვალაც უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა 6-7დან იკლებს.

    თბილისში, 5 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, 6-7 დეკემბერს კი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, წვიმა იქნება. 11-13 გრადუსია მოსალოდნელი“,
    - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

    წყარო: primetime.ge