სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ გადაწყდა, ბაბის ფილარმონიის დარბაზში ფრენა - რას ამბობს მომღერალი

    როგორ გადაწყდა, ბაბის ფილარმონიის დარბაზში ფრენა - რას ამბობს მომღერალი
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "იმედის კვირამ“ ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა. კონცერტი მთლიანად ანრის გემოვნებით გაკეთდა.

    "ყველაფერი არის ჩემი ვერსია და ჩემი გაკეთებული, ჩემი ნაფიქრი, ალბათ იმიტომ რომ მე მინდა ჩემი გულშემატკივრის წინაშე ბოლომდე „მე“ ვიყო და არა სხვისი გაკეთებული მუსიკით და სხვისი ანრით წარვდგე.
    ვაფრენ, ბოლო წუთამდე უნდა ვცვალო და ვაკეთო რაღაცები. ახალი ამბავი მოვიფიქრო და იქნება ამ კონცერტზე ახალი რაღაცები“,
    – ამბობს ანრი კონცერტის დაწყებამდე.

    ამ ძიებაში ბოლო წუთებში გადაწყდა, რომ მაყურებლისთვის პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით ეჩვენებინათ, რომ სიყვარული დაფრინავს.

    "ყველაფერს მოითხოვს სცენა და ანრი ერთად, თუ რამე და იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია. “
    . – ამბობს ბაბი რეპეტიციაზე.

    კონცერტის შემდეგ კი ანრი და ბაბი განიხილავენ, რას შესთავაზებენ ფრენის შემდეგ მაყურებელს.

    "კარგია, რომ ადამიანებში პოზიტიურ განცდებს აღძრავს და ვიღაც ხუმრობს და ვიღაც თემად იჩხერს, რატომაც არა, რა პრობლემაა, მთავარია, ერთმანეთი არ დავჭამოთ“.
    – ამბობს ანრი.