6 წელი გავიდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან.
2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა.
დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოკლული დათო სარალიძის მამა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"ვერასოდეს ჩაწვდები სხვის ტკივილს, თუ იგივეს საკუთარ თავზე არ გამოცდი...“