სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გული მხოლოდ ამაზე წყდებოდა" - რას ამბობს გიორგი მამარდაშვილის აგენტი

    "გული მხოლოდ ამაზე წყდებოდა" - რას ამბობს გიორგი მამარდაშვილის აგენტი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად მეკარედ იქცა.

    Crystalsport-თან ინტერვიუში, გიორგის აგენტმა, ლევან სეთურიძემ, ქართველი მეკარის ესპანურ კლუბში ტრანსფერის დეტალები გაიხსენა.

    "გიორგი ასაკით პატარაა, მაგრამ გამოწვევებს იღებს. აქ საუბარი წნეხზე არაა, არამედ იმ შანსზე, რომელიც მან დიდებულად გამოიყენა.

    "სევილიასთან" მატჩის გამო, მან სათადარიგო სკამზე 4 თვით გადაინაცვლა. ამ დროს მასთან ერთად ვიყავი, მამარდაშვილს გული მხოლოდ იმაზე წყდებოდა, რომ "რეალთან" გამარჯვებამდე 8 წუთი დააკლდა. მასთან ყოველდღიურად ვსაუბრობდი, ცხვირი ჩამოშვებული არ ჰქონდა და სულ მეუბნებოდა, აქ ჩემ თავს აუცილებალდ წარმოვაჩენო.

    4-თვიანი პაუზის შემდეგ ის დაბრუნდა, როდესაც "ვალენსიას" ხელმძღვანელობას შევხვდი, ყველაფერი ნათქვამი იყო... მამარდაშვილმა თავისი დისციპილინით ყველა კითხვას უპასუხა.

    გიორგი შესანიშნავი იუმორით გამოირჩევა, ღირსეული ადამიანია და პრინციპებს არ ღალატობს, მთავარი პრიორიტეტი კი თავისი ოჯახია", - განაცხადა სეთურიძემ.