სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “იშვიათად გამორჩეული კაცი ხარ" - რა საქციელის გამო აქებენ ასე კვარაცხელიას იტალიაში

    “იშვიათად გამორჩეული კაცი ხარ" - რა საქციელის გამო აქებენ ასე კვარაცხელიას იტალიაში
    5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამწუხაროდ, იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, "ნაპოლი" მარადონაზე "ინტერთან" 0:3 დამარცხდა.

    მეორე ტაიმის დასაწყისში, “ ინტერის” მცველი დენზელ დუმფრისი ნეაპოლელთა მცველ ნათანს შეეჯახა და მოედანზე დაეცა. მასთან მალევე გაჩნდა კვარა და "ნაპოლის" შეტევის მიუხედავად, შეხვედრის გაჩერება და მოწინააღმდეგისათვის სამედიცინო დახმარებას მოუხმო.

    ამას მოგვიანებით ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და "ინტერის" გულშემატკივარი, ტომასო ლაბატე გამოეხმაურა:

    "სანამ შეუმჩნეველი დარჩენილა. დიდი აპლოდისმენტები კვარაცხელიას, რომელიც თანაგუნდელების შეტევის მიუხედავად თამაშის შეჩერებას და დუმფრისის სერიოზული ტრავმის შიშით, სამედიცინო დახმარების ჩატარებას ითხოვდა.
    ერთია, როდესაც გამორჩეული ფეხბურთელი ხარ და მეორე, როდესაც იშვიათად გამორჩეული კაცი ხარ!" - წერს ლაგატე სოციალურ ქსელში.