სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დედამიწის ბრუნვა ნელდება - მომავალში დღე-ღამე 24 - ის ნაცვლად 25 საათს გაგრძელდება

    დედამიწის ბრუნვა ნელდება - მომავალში დღე-ღამე 24 - ის ნაცვლად 25 საათს გაგრძელდება
    5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დე­და­მი­წის ბრუნ­ვის სიჩ­ქა­რე თან­და­თან ნელ­დე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ონ წელ­ში დღე-ღა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა გახ­დე­ბა 25 სა­ა­თი. ამ თე­მის შე­სა­ხებ მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ დე­და­მი­წის ბრუნ­ვის გა­ზომ­ვის სი­ზუს­ტე კი­დევ უფრო მე­ტად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ.

    earth.com-ს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, დი­ნო­ზავ­რე­ბის ეპო­ქა­ში (ანუ 200 მი­ლი­ო­ნი წლის წინ) დღე-ღამე მხო­ლოდ 23 სა­ათს გრძელ­დე­ბო­და, ხოლო 1,4 მი­ლი­არ­დი წლის წინ - მხო­ლოდ 18 სა­ა­თი და 41 წუთი.

    მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა და­ი­წყეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტი, მრგვა­ლი ლა­ზე­რის დახ­მა­რე­ბით, რათა ზუს­ტად გა­ზო­მონ დე­და­მი­წის ბრუნ­ვა და ასე­ვე თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ბრუნ­ვის სიჩ­ქა­რის დი­ნა­მი­კას.

    მო­წყო­ბი­ლო­ბა იყე­ნებს რთულ კომ­პლექ­სურ სის­ტე­მას. ლა­ზე­რე­ბი­სა და სარ­კე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, მას შე­უძ­ლია ზუს­ტად და­ად­გი­ნოს დე­და­მი­წის ბრუნ­ვის სიჩ­ქა­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა.