სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „თქვენ შეძელით და გული გაუტეხეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს სხვას უნაწილებს...“ - საზოგადოების ნეგატიური პასუხი უსასყიდლოდ გაცემულ სიკეთეზე

    „თქვენ შეძელით და გული გაუტეხეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს სხვას უნაწილებს...“ - საზოგადოების ნეგატიური პასუხი უსასყიდლოდ გაცემულ სიკეთეზე
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი ვიდეომ მოიცვა, რომელშიც უცხო ადამიანი ყვავილების გამყიდველ ბიჭუნას 500 ლარს ჩუქნის.

    ვიდეოს ქვეს საზოგადოება კომენტარებში ზიზი ჭელიძეს აკრიტიკებდა.

    ისინი წერდნენ, რომ ფულის ჩუქების პროცესი მას არ უნდა გადაეღო და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მან ყურადღების მისაქცევად გააკეთა.

    „თქვენ შეძელით და გული გაუტეხეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს სხვას უნაწილებს...“ აი რას წერს ქიქი ჭელიძის მეგობარი.

    „კლავიატურის რახა რუხით გაბედნიერებულო ერის ნაწილო, რომელსაც სიყვარული მხოლოდ ვალენტინობას გახსოვთ.

    ვისაც დედის დღე მხოლოდ 3 მარტს გგონიათ.

    თქვენ შეძელით ის რომ გული გაუტეხეთ ადამიანს რომელიც საკუთარი შრომის ფასად ნაშოვნ ფულს სხვას უნაწილებს.

    რომელსაც იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული რამდენამდეც ბევრმა თვლაც კი არ იცით.

    მიაღწიეთ იმას რომ ეს ადამიანი მისთვის უსაყვარლეს ადამიანებზე გაანაწყენეთ.

    რას ეძებთ გარეთ როცა შიგნით, საკუთარ ოჯახში გაქვთ ქაქი და ლაფი.

    როცა აკვანს იმისთვის გირწევდნენ, რომ თქვენს ტირილს მეზობლები არ შეეწუხებინა.

    დაოკდით, საკუთარ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს და ოჯახებს მიხედეთ, სადაც საკუთარი ცოდვების დაფარვას სხვაზე ხმამაღლა ჭორაობით ახერხებთ.

    ღმერთი ხომ სხვაა სინამდვილეში და სხვა რამეს გასწავლით? თუმცა სწავლა ხომ თქვენთვის რთულია.
    მე მადლობელი ვარ ღმერთის, ჩემი ბედის და იღბლის რომ გვერდით მყავს ძალა რომელიც მაცხოვრებს და უანგარო სიყვარულს მასწავლის.

    სიკეთე გადამდები და საამაყოა“, - წერს ლევან ჭელიძე.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ