მილანში, იტალიის საფეხბურთო ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ლუჩიანო სპალეტიც იმყოფებოდა. „ნაპოლის“ ყოფილი თავკაცი სპორტულ ჟურნალისტს საბა საპანაძეს „კვარას“ შესახებ ესაუბრა.
"ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა. მას ყველაფერი შეუძლია, მისი შესაძლებლობები უსასრულოა,“ - თქვა ყოფილმა მწვრთნელმა.
ცნობისთვის, კვარას სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი გადაეცა. ხოლო, მისი ყოფილი მწვრთნელი, სპალეტი, 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა.