სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საბურთალოს შანსები იზრდება - სტიაუას ბანაკში დიდი არეულობაა

    საბურთალოს შანსები იზრდება - სტიაუას ბანაკში დიდი არეულობაა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "სტიაუას" უპირისპირდება და საპასუხო მატჩის წინ 1-ბურთიანი უპირატესობაც აქვს მოპოვებული.

    როგორც რუმინულ პრესაში იტყობინებიან, "სტიაუას" რიგებში არეულობაა და გუნდის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის ანტონ პეტრეას გაშვება გადაწყვიტა, რისი მთავარი მიზეზიც თბილისში განცდილი მარცხია.

    რუმინული პრესის ცნობით, ბეკალის პეტრეას გაშვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და თუნდაც მომდევნო ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგოს, თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს.

    შეგახსენებთ, რომ "საბურთალოსა" და "სტიაუას" განმეორებითი დაპირისპირება 28 ივლისს გაიმართება.