სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ, რადგან...“ - ნიკოლოზ წულუკიძე

    "არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ, რადგან...“ - ნიკოლოზ წულუკიძე
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "გიგლსმა“ ცნობილ ადამიანებს სთხოვა, საახალწლოდ მომავლის წერილი დაეწერათ. ნიკოლოზ წულუკიძემ შემდეგი სახის მომავლის წერილი დაწერა:

    "ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთს ხარ.

    არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება. გილოცავთ ახალ წელს!..“.