სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „თუ გაიგებთ, რომ კასპში, უსახსრობის გამო, ვინმე ჯვარს ვერ იწერს ან ვერ ინათლება, ან წესს ვერ უგებენ... დამიკავშირდით“ – მამა ლევან ჯიქური

    „თუ გაიგებთ, რომ კასპში, უსახსრობის გამო, ვინმე ჯვარს ვერ იწერს ან ვერ ინათლება, ან წესს ვერ უგებენ... დამიკავშირდით“ – მამა ლევან ჯიქური
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამა ლევანი საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს:

    „თუ გაიგებთ რომ კასპში, ან იმ სოფლებში სადაც მე ვმსახურობ (ლამისყანა, ხვითი, თვაურები, გამდლისწყარო, კოდისწყარო, ყარაფილა, ზადიაათკარი, სარიბარი, ნიგოზა, ჩობალაური, ზემო რენე, ქვემო რენე) ვინმე უსახსრობის გამო ჯვარს ვერ იწერს, ან ვერ ინათლება, ან წესს ვერ უგებენ და ა.შ დამიკავშირდით – 596152215.

    მღვდელმსახურებაში ისედაც არ ვითხოვ კონკრეტულ თანხას, მე იმით ვარსებობ რასაც თავისი სურვილით მწირავს ხალხი, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მინდა.

    შეიძლება ავტომანქანა არ ჰყავდეთ რომ მოგვაკითხონ, ან არ ჰქონდეთ ნათლობის ჯვრის, პირსახოცის ფული და ა.შ. საბედნიეროდ, ჩემს გვერდში მყოფი უძვირფასესი ადამიანების დახმარებით, შემიძლია ეს ყველაფერი ვუზრუნველყო.

    ნელ-ნელა ხალხმა გაიგო, რომ მიცვალებულზე დოლ-გარმონის მოყვანა არ შეიძლება, და მგალობლები უნდა მოიყვანონ. ჩვენ ტაძარს ჰყავს გუნდი და თუ დაგჭირდებათ დაგვიკავშირდით.

    ოღონდ, როდესაც ეკლესიისგან რაიმე მსახურება გჭირდებათ, დაუკავშირდით დროულად. მაგალითად, ადამიანი რომ გარდაიცვლება, იმავე დღეს უნდა დაუკავშირდეთ მოძღვარს და უთხრათ წესის აგება გსურთ თუ რა.

    და ბოლოს, ვინც ჯვრისწერის დროს მესურათეს და მედრონეს უფრო მეტ თანხას აძლევთ, ვიდრე ჯვრისწერის მთავარ საქმის აღმასრულებელ მღვდელმსახურს წირავთ. ლიმუზინებს რომ ქირაობთ და დააჩაქჩაკებთ ამ დაბრეცილ გზებზე და მღვდლებს კაპიკებს სჩუქნით.

    ვინც ორმოცდაათიათასიან მანქანს ან სახლს აკურხებინებთ და მღვდელმსახურს შვიდ ან ათ ლარს წირავთ, ვინც ნათლობის სუფრაში ხუთიათას ხარჯავთ და ნათლობის აღმასრულებელ მღვდელს ხუთ ლარს წირავთ, მინდა გითხრათ, რომ კარგად მოუსმინეთ იმ ხმას, მაგ დროს შიგნიდან რომ გელაპარაკებათ ხოლმე, ეს თქვენც ძალიან დაგეხმარებათ და აღარც იმ მღვდლებისგან, რომ ამბობთ ხოლმე ამდენი და ამდენი მთხოვაო, ვეღარ ნახავთ ფულის თხოვნას“, – წერს მამა ლევანი.