სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „17 წლის გოგო მოიტაცა, 2 წლის შემდეგ 5 ტყვიით მოკლა...“ - საზარელი ისტორია და საქმის დეტალები

    „17 წლის გოგო მოიტაცა, 2 წლის შემდეგ 5 ტყვიით მოკლა...“ - საზარელი ისტორია და საქმის დეტალები
    2 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქმე ეხება ფემიციდსა და პედოფილიას.

    უმძიმესი ისტორია, რომელშიც კაცმა 17 წლის გოგო გაიტაცა და 2 წლის შემდეგ 5 ტყვიით მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით.

    კაცს მისი ცოლად მოყვანა უნდოდა.

    „ხატავდა, მღეროდა, სცენაზე გამოდიოდა. თამამი და ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. თინეიჯერობაში სამოდელო კარიერა დაიწყო. მის იმერეთიც კი გახდა. არა მარტო დედა შვილი არამედ დები ვიყავით. პატარაობიდანვე ჩამოყალიბებული პიროვნება იყო...

    ტაძარში დაინახა ბზობის დღესასწაულზე. მაშინ (ჩემი შვილი) მე-10 კლასში იყო.ხშირად მიდიოდა სკოლაში და ძალაუნებურად მასთან ახლოს იყო, ის ურჩევდა მეგობრებს, ვის დალაპარაკებოდა და ვის არა. ასე დაიწყო მათ შორის ურთიერთობა...“, - ამბობს მოკლული გოგონას დედა.

    მოძალადეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.