ცხოური მედიის ცნობით, საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ტყეში გაჩენილმა რამდენიმე ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია, რის გამოც კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა.
ხანძრის ორი კერიდან ერთი სოფელი ვრისას მიმართულებით გავრცელდა, მეორე კი სანაპირო კურორტ ვატერასკენ.
"ტერიტორიაზე კვლავ ჩანს კვამლის უზარმაზარი ნაკადი. მას თან ახლავს ძლიერი ქარი, რაც სასწრაფო დახმარების სამსახურებს ხანძრის ჩაქრობას ურთულებს", - წერს მედია.
ოფიციალური ინფორმაციით, მუშაობის დროს, ერთი მეხანძრე დაშავდა.