სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ალბათ ემოციებმა აჯობა და ვერ გააკონტროლა თავი, არვიცი..." - გიორგი ნაზღაიძის მოგების შემდეგ ანიმ სტუდია უმალვე დატოვა

    "ალბათ ემოციებმა აჯობა და ვერ გააკონტროლა თავი, არვიცი..." - გიორგი ნაზღაიძის მოგების შემდეგ ანიმ სტუდია უმალვე დატოვა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ჰაუსში" გამარჯვების შემდეგ გიორგი ნაზღაიძემ "პრაიმ ტაიმთანაც" ისაუბრა.

    "ამ ემოციებს ვერ აღვწერ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი ცხოვრება გამყვება. ალბათ, მთელი 20 წლის განმავლობაში, რაც ტელევიზიით ვარ, მინდოდა სულ, რომ ხალხს დაენახა - ცუდი ადამიანი არ ვარ. მგონი, ეს გამოვიდა. ყველა ჩემ გულშემატკივარს, საქართველოში ემიგრაციაში, ყველას დიდი მადლობა... რომ არა ისინი არაფერი გამომივიდოდა."

    "არ მოულოცია. ეს ალბათ, ემოციური ფონია. იმიტომ, რომ ფინალში ხარ და ძალიან რთულია ემოციები აკონტროლო. ვერ გავამტყუნებ ანის. ვთვლი, რომ ანი ღირსეული კონკურნეტი იყო. მიხარია, რომ ბოლოს მაინც, ხელი მოვკიდეთ ერთმანეთს", - აღნიშნა გიორგიმ.