სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ნანის გამო ჩემი ცხოვრება ასეთია" - ეკა მამალაძის ემოციური ვიდეო

    VIDEO: „ნანის გამო ჩემი ცხოვრება ასეთია" - ეკა მამალაძის ემოციური ვიდეო
    4 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ნანი, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც განსაკუთრებულია. სულ მგონია, რომ პატარა ვარ, იმიტომ, რომ დედა მყავს. დედაჩემი საჭირო დროს ყოველთვის ჩემ გვერდზე იყო. არ მახსოვს, ნანი თბილისში ყოფილიყო და კრებაზე არ მოსულიყო. ძალიან კარგი ფიზიკის მასწავლებელი მყავდა, რომელმაც 3-იანი არ დამიწერა და 2-იანი მყავდა. დედაჩემი წამომყვა, ჩემი პრობლემები გაარკვია და ბატონი ვახო ზედმეტ გაკვეთილებს მიტარებდა. ოღონდ, დედაჩემიც იქ უნდა მჯდარიყო.

    ნანის ფრაზები დღემდე მომყვება. ეს არის მშობლის სკოლა, მიგებს, მაგრამ ყოველთვის საპირისპირო მოვლენასაც ამართლებს, მეუბნება: "აბა, დაუკვირდი, ნუ გაბრაზდები." 2-3 დღე გადის და ვხვდები, რომ სწორია... ძალიან ადრე გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, 17 წლის ჩემი შვილი რომ გათხოვილიყო, ალბათ, გული გამისკდებოდა. ვიტირე, რომ შეყვარებული ვარ. დედაჩემი ჩემს პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა.

    ნანი ყველა დროში სხვადასხვანაირია. ძალიან თანამედროვეა, ძალიან კარგად აზროვნებს. ნატალიას შვილს ყველაზე მეტად, ამ ეტაპზე, ის უყვარს. ეს ნიშნავს, რომ ნანი იმ თაობისთვისაც კი საინტერესოა“, - ასე ემოციურად ისაუბრა ეკა მამალაძემ დედაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო."