სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“ - რას ამბობს დი ლორენცო

    „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“ - რას ამბობს დი ლორენცო
    4 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „ბრაგასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ მარჯვენა მცველმა ქართველი ფეხბურთელი დაიცვა და თქვა,რომ მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს.

    „არავინ უნდა მისცეს თავს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება იმის გამო, რასაც აკეთებს და რაც გასულ სეზონში გააკეთა. დღესდღეობით, ადამიანები მხოლოდ მატჩის საუკეთესო მომენტებს უყურებენ და ფეხბურთელებს ასე აფასებენ. ვერავინ ხედავს, ყოველდღე მოედანზე გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს. ხვიჩას ბოლომდე გასათავისუფლებლად გოლი აკლია და ის განსაკუთრებული ბიჭია. კვარაცხელია ჩემპიონია, რომელსაც ძალიან ვაფასებთ და მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“, - განაცხადა დი ლორენცომ.