სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნაპოლიში პენალტებს კვარაცხელია შეასრულებს? - სპალეტიმ გადაწყვეტილება მიიღო

    ნაპოლიში პენალტებს კვარაცხელია შეასრულებს? - სპალეტიმ გადაწყვეტილება მიიღო
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლიში" დიდ იმედებს ამყარებენ და გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი მას ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად მიიჩნევს.

    ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკატო იტყობინება, რომ სპალეტიმ პენალტების შემსრულებლად ხვიჩა კვარაცხელია აირჩია.

    "ხვიჩა კვარაცხელიამ დიმაროს შეკრებაზევე წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები. ლუჩიანო სპალეტიც მასზე დიდ ფსონს დებს და როგორც მე ვიცი, ნაპოლის ახალი პენალტისტი სწორედ კვარაცხელია იქნება. შესაბამისად, ქართველი გარემარბი დაიკავებს ლორენცო ინსინიეს ადგილს, რომელიც ნაპოლიში აქამდე ასრულებდა პენალტებს. გადაწყვეტილება თავად "აძურის" მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმ მიიღო",- წერს სკატო.