სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბორჯომში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - არის თუ არა მსხვერპლი?

    ბორჯომში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - არის თუ არა მსხვერპლი?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

    ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

    აღნიშნულ ინფორმაციას "ტვ ბორჯომი" ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა.

    დაშავებულია 7 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით.

    მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.